Loading...

1.-------------- /h4>

თანამდებობა: შუახევის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი

ბაგა-ბაღების გაერთიანებას ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც გააჩნია ბაგა-ბაღების გაერთიანების წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. მოქმედებს მისი სახელით და სპეციალური მინდობილობის გარეშე წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობაში. ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნის და გათავისუფლებს შესახებ გადაწყვეტილებას როგორც დამფუძნებელი, იღებს შუახევის მუნიციპალიტეტის მერი. ხელმძღვანელობს ბაგა-ბაღების გაერთიანების საერთო საქმიანობას, და პასუხისმგებელია ამ საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე. მოქმედი კანონმდებლობისა და წინამდებარე წესდების შესაბამისად განაგებს ბაგა-ბაღების გაერთიანების ქონებას და საფინანსო სახსრებს, პასუხისმგებელია მათ კანონიერ გამოყენებაზე. თავის უფლებამოსილების განხორციელებისას გამოსცემს სამართლებრივ აქტებს - ბრძანებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა ბაგა-ბაღების გაერთიანების ყველა თანამშრომლისათვის, ხელს აწერს ბაგა-ბაღების გაერთიანების საქმიანობასთან დაკავშირებულ ფინანსურ და სხვა დოკუმენტებს;

2. ჟუჟუნა დარჩიძე

თანამდებობა: შუახევის ბაგა-ბაღების გაერთიანების მეთოდისტი

ბაგა-ბაღების გაერთიანებაში შემავალ სტრუქტურულ ერთეულებში სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის მეთოდურ მხარეს ხელმძღვანელობს მეთოდისტი, რომელიც ითვლება დირექტორის მოადგილედ მეთოდური მუშაობის დარგში. კოორდინაციას უწევს აღმზრდელის, აღმზრდელის თანაშემწის, მუსიკის პედაგოგის, ფსიქოლოგისა და ლოგოპედის მუშაობას. რეკომენდაციებს აძლევს აღმზრდელებს მუშაობის პროცესში. ჩართულია მშობლებთან შეხვედრის პროცესში. სისტემატურად ახდენს საგანმანათლებლო ღონისძიებების საჭიროებისათვის აუცილებელი სათამაშოებისა და სხვა ინვენტარის შემოწმებას და მათ მოკლე დროში განახლებას უწევს კოორდინაციას. ხელს უწყობს პედაგოგიური პერსონალის პროფესიული თვალსაზრისით გაზრდას, აცნობს მათ ახალ, თანამედროვე მიდგომებსა და მეთოდოლოგიას, ორგანიზებას უწევს პედაგოგიური პერსონალის დამატებით ტრენინგებს. უზრუნველყოფს ბაგა-ბაღების მეთვალყურეობას აღსაზრდელთა ფიზიკური გარემოს შესაბამისად მოწყობის შესახებ, ამ საკითხებთან დაკავშირებით მჭიდროდ თანამშრომლობს გაერთიანებაში პასუხისმგებელ სპეციალისტებთან და ბაგა-ბაღების ხელმძღვანელებთან. პერიოდულად ამოწმებს ბაგა-ბაღების სასწავლო-სააღმზრდელო ჯგუფების მოწყობას და გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს. აგრეთვე, ესწრება სასწავლო ჯგუფებში აღმზრდელობით პროცესს, აფასებს მათი მუშაობის ხარისხს და შედეგების შესახებ მოხსენებას აკეთებს ბაგა-ბაღის ხელმძღვანელის და გაერთიანების დირექტორის წინაშე. აქტიურად მონაწილეობს ბაგა-ბაღების ავტორიზაციის საკითხებთან დაკავშირებით მიმდინარე პროექტებისა და სამუშაოების განხორციელების პროცესებში.

3. ზაზა კეჟერაძე

თანამდებობა: შუახევის ბაგა-ბაღების გაერთიანების საფინანსო განყოფილების უფროსი

ბაგა-ბაღების გაერთიანებაში ბუღალტრულ აღრიცხვას, ანალიზს და ანგარიშს აწარმოებს საბუღალტრო, საფინანსო და საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისობით და სრული დაცვით. უზრუნველყოფს კონტროლის განხორციელებას საბუღალტრო საფინანსო საბუთების დროულ და მომხდარი ოპერაციების კანონიერებაზე. უზრუნველყოფს ბაგა-ბაღების გაერთიანების თანამშრომელთა (პერსონალის) ხელფასების, პრემიებისა და სხვა გასაცემი თანხების დროულ დარიცხვას და გაცემას. კონტროლს აწესებს სახსრების სწორად და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე ბაგა-ბაღების გაერთიანების ფულადი სახსრებისა და მატერიალური ფასეულობათა (ქონების) დაცვაზე. უზრუნველყოფს ბუღალტრული დოკუმენტების აღრიცხვის რეგისტრირების, ხარჯთა ნუსხების, მათი გაანგარიშებისა და სხვა საბუთების შენახვასა და დადგენილი წესით არქივში ჩაბარებაზე.

4. თენგიზ მიქელაძე

თანამდებობა: შუახევის ბაგა-ბაღების გაერთიანების აპარატის უფროსი

5. რუსუდან დიასამიძე

თანამდებობა: შუახევის ბაგა-ბაღების გაერთიანების მეთოდოლოგიური განყოფილების უფროსი

6. არჩილ ივანაძე

თანამდებობა: შუახევის ბაგა-ბაღების გაერთიანების შესყიდვების კოორდინატორი


7. მზიური ზოიძე

თანამდებობა: შუახევის ბაგა-ბაღების გაერთიანების სპეციალისტი ბუღალტრულ საკითხებში

უზრუნველყოფს ბუღალტრული ანგარიშების სწორ შედგენას და დაწესებულ ფარგლებში შესაბამის სამსახურში წარდგენას. ასევე, უზრუნველყოს ფულადი სახსრების, ანგარიშსწორებისა და მატერიალური ფასეულობათა ინვენტარიზაციის ჩატარებაში მონაწილეობას, ინვენტარიზაციის შედეგების დროულად გამოვლენას და აღრიცხვაში მის ასახვას. ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების კოორდინატორის ფუნქციებს.

8. სოფიკო დიასამიძე

თანამდებობა: შუახევის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი

უზრუნველყოფს ბუღალტრული ანგარიშების სწორ შედგენას და დაწესებულ ფარგლებში შესაბამის სამსახურში წარდგენას. ასევე, უზრუნველყოს ფულადი სახსრების, ანგარიშსწორებისა და მატერიალური ფასეულობათა ინვენტარიზაციის ჩატარებაში მონაწილეობას, ინვენტარიზაციის შედეგების დროულად გამოვლენას და აღრიცხვაში მის ასახვას. ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების კოორდინატორის ფუნქციებს.

9. ინგა დავითაძე

თანამდებობა: შუახევის ბაგა-ბაღების გაერთიანების საქმისმწარმოებელი

აწარმოებს ბაგა-ბაღების გაერთიანების ბრძანების წიგნებს, უზრუნველყოფს ბრძანების შესაბამისი პირებისადმი გაცნობას. ატარებს შემოსულ და გასულ კორესპონდენციებს, აწესრიგებს თანამშრომელთა პირად საქმეებს, ინახავს გაერთიანების საარქივო მასალებს. ორგანიზებას უწევს შეხვედრებს როგორც ორგანიზაციის შიგნით, ასევე მის გარეთ. მოთხოვნის შესაბამისად უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის გაცემას. მოქალაქეთათვის და სხვა დაინტერესებული პირთათვის კონსულტაციის გაწევას და დახმარებას. უშუალოდ ხელმძღვანელობს დირექტორის სიტყვიერი და წერილობითი დავალებების შესრულებას.

10. თამარა დავითაძე

თანამდებობა: შუახევის ბაგა-ბაღების გაერთიანების საზოგადოებასთან ურთიერთობის და პერსონალთა მონაცემთა დაცვის ოფიცერი


11.------------ /h4>

თანამდებობა: მატერიალური პასუხისმგებელი პირი

ექვემდებარება გაერთიანების დირექტორს. უზრუნველყოფს ბაგა-ბაღების გაერთიანების ქონების დაცვას. უზრუნველყოფს ბაგა-ბაღების გაერთიანების სტრუქტურული ერთეულებში ქონების, კვების პროდუქტების, საწვავის, სანიტარულ-ჰიგიენური წესების საგნების და სხვა ფასეულობების დროზე მიღებასა და მოწოდებას. კონტროლს უწევს გაერთიანების სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალური პასუხისმგებელი პირების მუშაობას.